„კაბელების საქმეს“ ახალი მტკიცებულება დაემატა

„კაბელების საქმეს“ ახალი მტკიცებულება დაემატა. შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რასაც მოსამართლე დაეთანხმა. ბრალდებულების ადვოკატებმა იმ დოკუმენტის მტკიცებულებად დაშვება მოითხოვეს, რომელიც წინასასამართლო სხდომაზე თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკმა, მოწმე თემურ მირიანაშვილმა წარმოადგინა.
უფლებადამცველთა თქმით, ამ დოკუმენტით მტკიცდება, რომ „სილქნეტთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა დიდი ოდენობის სახელმწიფო თანხები დაზოგეს. თავის მხრივ, საქმის პროკურორი ნინო აღლემაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული დოკუმენტი საქმიის საბოლოო შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს.
“დოკუმენტი, რომელიც არასრულყოფილად გაგვაცნო სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ, რეალურად არის “დელტა ნეტთან“ დაკავშირებული შეთავაზება, ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული კომპანია. არ არის ეს დელტაკომი, ამ შემთხვევაში ეს დოკუმენტი ვერ იქონიებს გავლენას საქმის საბოლოო შედეგზე, იმიტომ რომ საუბარია აბსოლუტურად სხვა კომპანიის შეთავაზებაზე – ეს ერთი და მეორე – რა იყო შეთავაზებული კომპანიის მხრდიან – კომპანიის მხრიდან თავდაცვის სამინისტროსთვის შეთავაზებული იყო ინტერნეტმომსახურება, რომელიც ამ საქმის განსახილველი საკითხი არ არის“,-განაცხადა პროკურორმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები