ლალი ბადურაშვილი ნინია კაკაბაძეს – „ვურჩევ, მივიდეს მამის საფლავზე და პატრიარქის ლანძღვისთვის ბოდიში მოუხადოს ზურას სულს!“

მსახიობი ლალი ბადურაშვილი ჟურნალისტ ნინია კაკაბაძეს ურჩევს, პატრიარქის შეურაცხყოფის გამო მამის საფლავზე მივიდეს და მამის სულს ბოდიში მოუხადოს.
როგორც ბადურაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, იგი ნინია კაკაბაძის მშობლებს კარგად იცნობს და ისინი ნინია კაკაბაძისნაირ შვილს არ იმსახურებდნენ.
„როგორ არ რცხვენია ნინია კაკაბაძეს, პატრიარქს რომ ლანძღავს?! ნათია ამირეჯიბს ხშირად ვხვდებოდი გიგა ლორთქიფანიძისა და ქეთინო კიკნაძის ოჯახში და მისგან მსგავსი რამ არ მსმენია. არც ზურა კაკაბაძე იმსახურებდა ასეთ შვილს. არაჩვეულებრივი, უნიჭიერესი პიროვნება იყო, ჩემს მეუღლესთან მეგობრობდა და ხშირად იყო ჩვენი ოჯახის სტუმარი. ვურჩევ – მივიდეს მამის საფლავზე და ბოდიში მოუხადოს ზურას სულს! ბოლოს და ბოლოს, ჭაბუა ამირეჯიბის დისშვილია. როგორ კადრულობს პატრიარქის შეურაცხყოფას?! ან ვის დაკარგვია რატი ამაღლობელი?! გალაკტიონის, გოგლას, ვაჟას ქვეყანაში ვინ არის რატი ამაღლობელი?! მოკლედ, აღარ იციან, რით მიიპყრონ ყურადღება“, – აცხადებს ლალი ბადურაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, ჟურნალისტმა ნინია კაკაბაძემ განაცხადა, რომ ბავშვობიდან ახსოვს დედის გამონათქვამი პატრიარქის შესახებ: „მადლობა დედას, რომ მასწავლა, რომ პატრიარქი უზნეო მეშჩანი იყო”- აღნიშნა ნინია კაკაბაძემ მედიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები