პირს, რომელიც გორში მანქანით დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა

პირს, რომელიც გორში მანქანით დედა-შვილს დაეჯახა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

შესაბამისი გადაწყვეტილება გორის რაიონულ სასამართლოში მიიღეს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით (ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გორის ცენტრში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, 13 ივლისს მოხდა. ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს და მის 3 წლის გოგონას დაეჯახა, რომლებიც მოგვიანებით კლინიკაში გარდაიცვალნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები