ვინ უდგას სათავეში პატრიარქის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას – “ეძებენ სხვადასხვა სახის კომპრომატებს”

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე ფიქრობს, რომ საქართველოში არა მარტო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, არამედ ნებისმიერი რელიგიური მიმდევრობის სულიერი ლიდერის შეურაცხყოფა უნდა აიკრძალოს.
ბრეგაძის შეფასებით, საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის წინააღმდეგ გაუგონარი კამპანია მიმდინარეობს.
“ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში უნდა აიკრძალოს არა მარტო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, არამედ ნებისმიერი რელიგიური მიმდევრობის სულიერი ლიდერის შეურაცხყოფა. იცით, ამათ რამხელა საცეცები აქვთ? როგორც კი დაინახეს, რომ მათი ჩანაფიქრების გაშიფვრა მოხდა, არ იციან, რა გააკეთონ. დადიან, ეძებენ სხვადასხვა სახის კომპრომატებს, უნდათ, რომ ეს ყველაფერი სხვა სიბრტყეში გადაიყვანონ. პირდაპირ გეტყვით, ამ ყველაფერს სათავეში უდგას,“ნაციონალური მოძრაობის“ თავისუფლების ინსტიტუტის ე.წ. ფრთა და მისი ხელმძღვანელი გიგა ბოკერია. აი, ესენი – ყველანი გიგა ბოკერიას ხელის ბიჭები და გოგოები არიან. იბრძვიან, რომ ფული იშოვონ გრანტების სახით და, მეორე მხრივ, ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ საქართველოს მენიჭოს ტერიტორიული ერთეულის სტატუსი, სადაც ქართველები კი არ ცხოვრობენ, არამედ ცხოვრობენ ისეთი წარმოშობის მუტანტები, როგორებიც თვითონ არიან“,- აცხადებს სანდრო ბრეგაძე.
ბრეგაძე აცხადებს,რომ ამ კამპანიას აწარმოებენ მარგინალური ჯგუფები, რომლებიც საკმაოდ საეჭვო ტიპის უცხოური ორგანიზაციებისგან ფინანსდებიან.
“ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ გოგი გვახარიას, ნინია კაკაბაძის,სერგო ორჯონიკიძისა და ფილიპე მახარაძის სულიერი შვილების მიერ გავრცელებული პასკვილები და ამაზრზენი დეზინფორმაციები, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ, ეს გახლავთ იმ მიზანმიმართული კამპანიის შედეგი, რომელსაც ზურგს უმაგრებს ყველასთვის კარგად ცნობილი ავაზაკი და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მებრძოლი პიროვნება გიგი თევზაძე“,-აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები