გარდაბანში უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოავლინეს
გარდაბნის რაიონის სოფელ გაჩიანის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოვლინდა. სამართალდამრღვევები სახლართი ბადით თევზაობდნენ. ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა გამოავლინეს. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნება.