„მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, რათა მოწმეთა დაკითხვის ახალ წესს სასამართლოები მომზადებულები შეხვდნენ“
ყველა ზომა მივიღეთ, რათა მთლიანად საქართველოს საერთო სასამართლოები მომზადებულები შეხვდნენ მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის შესახებ კანონის ამოქმედებას, – ამის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ განაცხადა.
როგორც გვენეტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქალაქო სასამართლოს ტერიტორია და შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელი აქვს.
“მიმდინარეობს აქტიური და ინტენსიური მუშაობა. საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაც არ აქვს შესაბამისი, ვგულისმობ სხდომის დარბაზს, მოსამართლეთა სამუშაო ოთახებს და, ზოგადად, ინფრასტრუქტურას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კანონის წარმატებით ამოქმედება. თუმცა, ჩვენ ყველა ღონისძიება და ზომა მივიღეთ, რათა 20 თებერვლისთვის არა მხოლოდ საქალაქო სასამართლოები, არამედ მთლიანად საქართველოს საერთო სასამართლოები მომზადებულები შეხვდნენ ამ კანონის ამოქმედებას”, – განაცხადა გვენეტაძემ.