პროკურატურამ ბიძინა კუჭავას მეუღლე მარინა ნიკოლოზაშვილი დაჰკითხა

მთავარ პროკურატურაში ბიძინა კუჭავას მეუღლე, მარინა ნიკოლოზაშვილი დაიკითხა. როგორც უწყებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს მან განუცხადა, მისი დაკითხვა დაახლოებით 18 საათის განმავლობაში გაგრძელდა.
მარინა ნიკოლაზაშვილი დაკითხვის დეტალებზე არ საუბრობს.
ქალაქის მთავარ სამმართველოში კი ბრალდებულის მეგობარს, მამუკა კუჭავას 4 საათის განმავლობაში ჰკითხავდნენ. მისი განმარტებით, გამოძიება დაღუპულთან მისი პირადი და საქმიანი ურთიერთობებით დაინტერესდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები