კაბელების საქმეზე ადვოკატები მოწმის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის მტკიცებულებად დაშვებას მოითხოვენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეზე დღევანდელ პროცესზე ბრალდებულების ადვოკატები იმ დოკუმენტის მტკიცებულებად დაშვებას მოითხოვენ, რომელიც წინასასამართლო სხდომაზე თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკმა, მოწმე თემურ მირიანაშვილმა წარმოადგინა.
როგორც უფლებადამცველი ლევან სამუშია აცხადებს, დოკუმენტით მტკიცდება, რომ „სილქნეტთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა დიდი ოდენობის სახელმწიფო თანხები დაზოგეს.
ადვოკატის განმარტებით, ამ დოკუმენტით ასევე დასტურდება, რომ კომპანია „დელტა კომი“, რომელიც საქმის მიმდინარეობის პროცესში აცხადებდა, რომ მზად იყო იგივე მომსახურება, რასაც „სილქნეტი“ უწევს თავდაცვის სამინისტროს, უფასოდ გაეწია, სიმართლეს არ შეესაბამება და აღნიშნული კომპანია ამ მომსახურების გაწევაში თვეში 80 000 ლარს ითხოვდა, როცა „სილქნეტი“ აღნიშნულ მომსახურებას 1000 ლარად ახორციელებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები