ე.წ. კაბელების საქმეზე დღეს მორიგი პროცესი გაიმართება
ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები დღევანდელ პროცესზე იმ დოკუმენტის მტკიცებულებად დაშვებას მოითხოვენ, რომელიც წინასასამართლო სხდომაზე თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკმა, მოწმე თემურ მირიანაშვილმა წარადგინა.
ბრალდებულების ადვოკატების თქმით, დოკუმენტით მტკიცდება, რომ “სილქნეტთან” გაფორმებული ხელშეკრულებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა დიდი ოდენობის სახელმწიფო თანხები დაზოგეს.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი, 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ბრალდებით, 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავა.