მაღლივი კორპუსის ხიდთან ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს
უნივერსიტეტის მაღლივი კოპრუსის ხიდის ქვეშ, 25 წლამდე ქალის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი მოკლულია. ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული. ცნობილია, რომ გარდაცვლილს თან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა აღმოაჩნდა.
სამართალდამცველები ამ წუთებში ქალის ცხედრის მდინარე ვერეს ხეობიდან ამოყვანას ცდილობენ.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.