სამართალდამცველებმა სავარაუდოდ პროკურორის მკვლელობის საქმეზე “საქართველოს ხმის” დამფუძნებლის სახლი გაჩხრიკეს
სამართალდამცველებმა სავარაუდოდ პროკურორის მკვლელობის საქმეზე “საქართველოს ხმის” დამფუძნებლის ბიძინა კუჭავას სახლი გაჩხრიკეს.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ცნობით, ბიძინა კუჭავას სახლი სამართალდამცველებმა გუშინ გაჩხრიკეს და დაკითხვაზე დაიბარეს მისი მეუღლე. სახლიდან წაღებულია კომპიუტერები, დისკები და მეხსიერების ბარათებიც.
პროკურორ ვახტანგ ქირიას სავარაუდო მკვლელი „საქართველოს ხმის“ დირექტორი ბიძინა კუჭავაა. გავრცელებული ცნობით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
როგორც გამოცემა წერს, თვითმკვლელობის მიზეზი გახდა ის, რომ კუჭავამ მასზე დადევნებული სამართალდამცველები შეამჩნია და თავი მოიკლა. ამასთან, ვარაუდობენ, რომ ბინა, სადაც მოკლული პროკურორის ცხედარი იპოვეს, სწორედ კუჭავას ჰქონდა ნაქირავები. ერთ-ერთი ვერსიით, ისინი ნათესავები უნდა იყვნენ და მათ შორის არსებული დაძაბულობა ვალს უკავშირდებოდა.