ვახტანგ ქირიას საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვახტანგ ქირიას საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
“ვახტანგ ქირიას საქმეზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში გამოძიება დაიწყო 108-ე მუხლით განზრახ მკვლელობის ფაქტზე”, – განაცხადეს შს სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროს პროკურორს ვახტანგ ქირიას რამდენიმე დღეა ეძებდნენ. ქირია სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მისი ტელეფონი კი რუსთავში, ქუჩაში იპოვეს.
ვახტანგ ქირია გუშინ მოკლული იპოვეს. პროკურორის ცხედარი ქავთარაძის ქუჩაზე #35-ე სკოლასთან მდებარე კორპუსის პირველ სართულზე აღმოჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, ვახტანგ ქირიას სავარაუდო მკვლელმა თავი მოიკლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები