კობა დავითაშვილის სარჩელი ევროპულმა სასამართლომ მიუღებლად სცნო
ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ კობა დავითაშვილის სარჩელი მიუღებლად სცნო.
ევროსასამართლო განმარტავს, რომ თუ საქართველოში მიმდინარე გამოძიებას კობა დავითაშვილი არაეფექტურად მიიჩნევდა, მას ამაზე რეაგირება ბევრად ადრე უნდა მოეხდინა. ევროსასამართლო მიუთითებს, რომ კობა დავითაშვილი მის საქმეზე საქართველოში დაწყებული გამოძიების მიმდინარეობას მისი დაწყებიდან სამი წლის განმავლობაში არ ეცნობოდა.
“ხალხის პარტიის” ლიდერმა ევროსასამართლოს სარჩელით მიმართა. საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევის შემდეგ, ე.წ. ელიავას ბაზრობიდან კობა დავითაშვილის გატაცების და მისი ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს, რომლის გამოძიების შედეგებიც დღემდე უცნობია.