შსს-ს რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელმა პირებმა თანამდებობები დატოვეს

შს სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად, რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებმა თანამდებობები დატოვეს, – ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
უწყების ინფორმაციით, სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, რიგი საკადრო ცვლილებები მოხდება.
ცნობილია რომ, რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების უფროსებს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი გუშინ შეხვდა.
14 იანვარს კი, ახალი მოადგილეების წარდგენისას, მინისტრმა უწყებაში მორიგი საკადრო ცვლილებების განხორციელება არ გამორიცხა.
“ეს არის პირველი ეტაპი იმ ძირეული საკადრო და ძირეული ცვლილებებისა, რომელიც შსს-ში იგეგმება. მე დარწმუნებული ვარ და ღრმად მჯერა, რომ ჩვენ ყოველთვის გვექნება საზოგადოების მხარდაჭერა და ჩვენ ვიქნებით წარმატებულები კრიმინალთან ბრძოლაში”, – განაცხადა მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები