საფრანგეთის სამთო კურორტზე უკრაინელი ტურისტი და 14 წლის მოზარდი დაიღუპნენ

საფრანგეთის ალპებში, სამთო-სათხილამურო კურორტზე ზვავის ქვეშ მოსწავლეთა ჯგუფი და რამდენიმე ტურისტი მოჰყვა. სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა – უკრაინელი ტურისტი და 14 წლის მოზარდი.
კიდევ სამმა მოსწავლემ და მასწავლებელმა სერიოზული დაზიანებები მიიღეს. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაშველები არ გამორიცხავენ, რომ ზვავის ქვეშ შეიძლება კიდევ ხუთი მოსწავლე იყოს მოყოლილი, რომლებიც, აკრძალვის მიუხედავად, თხილამურებით სრიალებდნენ. ასევე თოვლის ქვეშ შეიძლება რამდენიმე ტურისტიც მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები