პუტინმა და ობამამ სირიასა და უკრაინაში არსებული სიტუაცია განიხილეს
აშშ-ს და რუსეთის პრეზიდენტებმა – ბარაკ ობამამ და ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრის დროს უკრაინაში და სირიაში არსებული სიტუაცია განიხილეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ თეთრი სახლის ოფიციალურ წარმომადგენელზე, ჯოშ ერნესტზე დაყრდნობით იუწყება. ორი ქვეყნის ლიდერმა მინსკის შეთანხმებების შესრულების აუცილებლობაზე ისაუბრა. ობამამ აღნიშნა, რომ დონბასში ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩატარდეს. კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, აშშ-ს და რუსეთის პრეზიდენტებმა ახლო აღმოსავლეთში ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები განიხილეს. ასევე ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული გამოცდების ჩატარების საკითხზეც ისაუბრეს.