ინდონეზიის დედაქალაქში აფეთქებების სერია მოხდა

ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში რამდენიმე აფეთქება მოხდა. სააგენტო „ფრანს-ფრესის“ ცნობით, ქალაქში სროლის ხმაც ისმის. წინასწარი ინფორმაციით „ბოევიკები“ სავაჭრო ცენტრში მყოფ ადამიანებს თავს დაესხნენ. ექვსი ადამიანი დაღუპულია, მათ შორის პოლიციის სამი თანამშრომელი. სულ თავდასხმაში 14 ტერორისტი მონაწილეობდა. მათ ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარები გამოიყენეს. ამჟამად პოლიციას „ბოევიკები“ ბლოკირებული ჰყავს შენობაში, რომელსაც „კჯაკარტის თეატრს“ უწოდებენ. ისინი შენობის სახურავზე იმალებიან. ტერორისტების დევნის ოპერაცია გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები