პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მთავარ პროკურატურას წერილით მიმართა

პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, კახა კოჟორიძე სისტემურ დანაშაულებებთან დაკავშირებული საქმეების გამოძიებასთან დაკავშირებით მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სისტემური დანაშაულის შესახებ საქმეებთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურას წერილით მიმართა.
“საქართველოს მთავარი პროკურორის დღევანდელი განცხადების შემდეგ საჭიროდ ჩავთვალე, წერილობით მიმემართა პროკურატურისთვის და დეტალურად განმემარტა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საჯაროდ დასმული კითხვების შინაარსი. წერილი უკვე გაგზავნილია საქართველოს პროკურატურაში და იმედია, საზოგადოება მიიიღებს ინფორმაციას, თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიება სისტემურ დანაშაულებთან დაკავშირებით”, – განაცხადა კოჟორიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს მთავარმა პროკურორმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით პრეზიდენტის კითხვებს პასუხი გასცეს, თუ ის პროკურატურას ოფიციალური წერილით მიმართავს. მანამდე ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უწყებას მოუწოდა, რომ საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, რა სტადიაზეა სისტემურ დანაშაულებთან დაკავშირებული საქმეების გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები