მედვედევს მიაჩნია, რომ რუსეთის ეკონომიკაში „ყველაზე უარესი“ სცენარისთვის მოსახლეობა მზად უნდა იყოს

იმ შემთხვევაში, თუ ნავთობის ფასის დაწევა გაგრძელდება, ბიუჯეტის პარამეტრებს, რომლებიც 50 -დოლარიანი ფასის მიხედვით არის შედგენილი, გადახედვა დასჭირდება. ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
მედვედევი კონფერენციაზე: „რუსეთი და მსოფლიო: მომავალში მზერა“ სიტყვით გამოვიდა.
პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მოსახლეობაც და მთავრობაც „ყველაზე უარესი“ სცენარისთვის უნდა იყოს მზად, როგორც ეს ყველა ქვეყანაში ხდება. მთავრობის თავმჯდომარემ არ დააკონკრეტა, როგორი შეიძლება იყოს „ყველაზე უარესი“ სცენარი. ამასთანავე, ეკონომისტები ორ ვარიანტს განიხილავენ, პირველია, როდესაც ნავთობი 40 დოლარი ეღირება და მეორე – 25-დოლარიანი ფასის შემთხვევა. პირველი – „სტრესული ვარიანტი“ საბაზისოდ ითვლება. მეორის დროს კი საბიუჯეტო დეფიციტი 3%-ს შეიძლება გასცდეს და 7,5 %-ს მიაღწიოს. ამ შემთხვევაში ექსპერტები მხოლოდ სარეზერვო ფონდით ამ დეფიციტის შევსებას გამორიცხავენ და დამატებითი შემოსავლების საჭიროებაზე საუბრობენ. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ შესაძლოა, კვლავ ნავთობის დარგს მიმართოს და მათ გადასახადები გაუზარდოს. ეს იდეა შემოდგომაზე, ბიუჯეტის მიღების დროს უკვე განიხილებოდა, მაგრამ საბოლოოდ არ დაამტკიცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები