აზერბაიჯანში პოლიციამ აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით და რეზინის ტყვიებით დაარბია

აზერბაიჯანის ქალაქ სიაზანში ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.
საინფორმაციო სააგენტო Turan-ის ცნობით, პოლიციამ სამშაბათს საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა. ამის შემდეგ მათი გათავისუფლების მოთხოვნით ქალაქის ქუჩებში ასობით ადამიანი გავიდა.
საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. სამართალდამცველებმა აქცია იმ მოტივით დაარბიეს, რომ ის ქალაქის ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ ყოფილა. ფასების ზრდის შეჩერების მოთხოვნით აქციები აზერბაიჯანის სხვა რაიონებშიც გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები