“ტაბულას” ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
რესტორან „ჭაშნაგირში“ ტელეკომპანია „ტაბულას“ ჟურნალისტებს უცხო პირები თავს დაესხნენ და მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ამის შესახებ ინფორმაცია თავად ჟურნალისტებმა გაავრცელეს.
როგორც ისინი აცხადებენ, უცხო პირთა გაღიზიანება მათმა პროფესიულმა საქმიანობამ გამოიწვია. არსებული ინფორმაციით, რესტორანში „ტაბულას“ სამი თანამშრომელი და მათი მეგობარი ისხდნენ, რა დროსაც მათთან 3 უცნობი პირი მივიდა. შემთხვევის შედეგად მძიმე დაზიანებები ჟურნალისტებს არ მიუღიათ. ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, ცემის ფაქტზე დაიწყო.