სისხლიანი სპეცოპერაცია მექსიკაში (ვიდეო)

მექსიკის ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ ჩატარებული სპეცოპერაციის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა, რომლის მიზანი ცნობილი ნარკობარონის – ჰოაკინ გუსმანის დაკავება იყო.
ვიდეოზე ჩანს, როგორ ადის სპეცრაზმი შენობის მეორე სართულზე, სადაც სროლა იწყება. სპეცრაზმელები ავტომატურ იარაღს და ხელყუმბარებს იყენებენ. ორმხრივი სროლის დროს რამდენიმე განგსტერი განადგურდა. თავად გუსმანმა საიდუმლო გასასვლელით მიმალვა მოახერხა, თუმცა მოგვიანებით ისიც დააკავეს.
სპეცოპერაციის დროს ერთმა სამხედრომ ჭრილობა მიიღო. ჰოაკინ გუსმანი ციხიდან ერთი წლის წინ გაიქცა. მის კვალზე გასვლა პოლიციამ ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობის, შონ პენის დახმარებით შეძლო, რომელმაც ნარკობარონისგან ინტერვიუ აიღო. თავად პენი ამ ინტერვიუს შემდეგ ბევრმა გააკრიტიკა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები