ბრაზილიის ქალაქებში კარნავალი უქმდება
ბრაზილიის სხვადასხვა ქალაქში, ეკონომიკური პრობლემების გამო, ტრადიციულ კარნავალს აუქმებენ. იმ ქალაქებში, სადაც კარნავალი მაინც გაიმართება, მის ჩასატარებლად, წინა წლებთან შედარებით, ბევრად მცირე თანხა იქნება გამოყოფილი. ამის მიზეზი, 1930-იანი წლების შემდეგ, ქვეყანაში არსებული ყველაზე მძიმე რეცესიაა.
ადრე, მათ შორის 2008-2009 წლების ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, ბრაზილიელები კარნავალის პერიოდში ტრადიციულ პრობლემებს ივიწყებდნენ, მაგრამ ახლა მისი აღნიშვნის სურვილი, რთული ეკონომიკური სიტუაციის და ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური კორუფციული სკანდალის ფონზე, მნიშვნელოვნად შემცირდა.
ბრაზილიის კარნავალი ყოველწლიურად 5 დღის განმავლობაში იმართება და კათოლიკურ შობამდე 40 დღით ადრე სრულდება. წელს კარნავალი 5-დან 9 თებერვლამდე ჩატარდება. ყველაზე მასშტაბურ კარნავალს რიო-დე-ჟანეიორო მასპინძლობს. გასულ წელს მის სანახავად იქ 1 მილიონი ტურისტი ჩავიდა.