დღეს თბილისში, 1994 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის მონაცემებით, 12 იანვარს თბილისში +14.0°C დაფიქსირდა – ამის შესახებ “კვირას” გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს.
“1994 წლის შემდეგ ასეთი მაღალი ტემპერატურა თბილისში 12 იანვარს არ დაფიქსირებულა. 1881 წლიდან, მას შემდეგ რაც თბილისში მეტეოროლოგიური სადგური დაარსდა, ყველაზე მაღალი ტემპერატურა 1966 წლის 24იანვარს დაფიქსირდა: +19.5°C”, – აცხადებენ სამინისტროში.