სააკაშვილმა თავისი მრჩეველი თანამდებობიდან მოხსნა და პოლიციას გადასცა (ვიდეო)

ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა თავისი მრჩეველი – ვლადიმერ რეზნიკი პირდაპირ სხდომაზე თანამდებობიდან გაათავისუფლა და ის სამართალდამცველ სტრუქტურებს გადასცა.

როგორც სააკაშვილმა ფეისბუქში დაწერა, შიდა შემოწმების შედეგად მრავალი დარღვევა დაფიქსირდა, კერძოდ, აღმოჩნდა, რომ რეზნიკი სამშენებლო სამუშაოების დოკუმენტებს აყალბებდა. ოდესის გუბერნატორმა ამ თათბირზე ადგილობრივი შინაგან საქმეთა სამმართველოს და პროკურატურის წარმომადგენლები მიიწვია და მათ რეზნიკის საქმის დაუყოვნებლივ გამოძიება, ასევე ოდესის ადმინისტრაციის ყველა ძირითადი ფინანსური რგოლის საბუთების შემოწმება სთხოვა.

როგორც სააკაშვილი ამბობს, მისი მიზანია ოდესის ადმინისტრაციის სრული გაწმენდა კურუფციული ელემენტებისგან და ეს პროცესი გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები