ერდოღანის განცხადებით, სტამბოლში ტერაქტი სირიიდან ჩასულმა ტერორისტმა მოაწყო

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ სტამბოლში ტერორისტული აქტი სირიიდან ჩასულმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. „კატეგორიულად ვგმობ სულთანახმეტის მოედანზე მომხდარ ტერაქტს, რომელიც სირიელი წარმოშობის თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. დაღუპულია 10 ადამიანი, მათ შორის არიან თურქებიც და უცხოელებიც, 15 ადამიანი დაშავდა“, – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ სტამბოლში მომხდარი აფეთქების მიღმა შესაძლოა, „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ იდგნენ. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ასეთი დასკვნა თურქმა სამართალდამცველებმა იქიდან გამომდინარე გააკეთეს, რომ დანაშაულის ადგილად ტურისტული მარშრუტი – სულთანახმეტის მოედანი იყო არჩეული. მათი ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო.
შეგახსენებთ, რომ სტამბოლის ცენტრში ტერაქტის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 15 დაიჭრა. დაღუპულთა უმეტესობა უცხოელი ტურისტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები