ბრიტანელმა რადიოწამყვანმა პრემიერ-მინისტრი „მოკლა“

ბრიტანული რადიოსადგურის Global Radio-ს წამყვანი ფიონა ვინჩესტერი სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა, მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, დევის კემერონის გარდაცვალების შესახებ გამოაცხადა.

რადიოს საინფორმაციო სამსახურის წამყვანს შეეშალა და, უნებლიეთ, შეცდომით გუშინ გარდაცვლილი ცნობილი ბრიტანელი მომღერლის, დევის ბოუის ნაცვლად, ეთერში დევიდ კემერონის გვარი დაასახელა. „დევის კემერონი გარდაიცვალა“, – თქვა წამყვანმა. მან მალევე შეასწორა თავისი შეცდომა და პრემიერ-მინისტრის სახელი დევის ბოუით შეცვალა, რომელიც 69 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები