პარიზში ჩაფრენილი თვითმფრინავის შასის განყოფილებაში მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს
ავიაკომპანია „ეარ ფრანსის“ თვითმფრინავის შასის განყოფილებაში, რომელიც პარიზის აეროპორტში ბრაზილიიდან ჩაფრინდა, მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. ის თვითმფრინავში ტექნიკური სამუშაოების დროს აეროპორტის პერსონალმა აღმოაჩინა.
ლაინერი პარიზში, ორლის აეროპორტში ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუდან ჩაფრინდა. დაღუპულის ვინაობა ამ დროისთვის დადგენილი არ არის. ის პარიზის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ინსტიტუტში გადაიყვანეს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ლაინერების შასის განყოფილებაში ცხედრებს პოულობენ. მსგავსი ფაქტი 2015 წლის 12 სექტემბერს ამსტერდამში, სხიპჰოლის აეროპორტში მოხდა. 2012 წელს კი ლონდონში მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, ის თვითმფრინავიდან ამოვარდა, რომელიც ჰითროუს აეროპორტში დაფრენას აპირებდა.