არსებული ინფორმაციით, თურქეთში აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან
თურქეთის ქალაქ სტამბოლის ცენტრში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო მუშაობს ადგილობრივ სამართალდამცავებთან დამატებითი ცნობების მოპოვების მიზნით.
“გენერალური საკონსულოს თანამშრომლები მიემგზავრებიან შემთხვევის ადგილზე ვითარების გაცნობის მიზნით. დაშავებულებსა და დაღუპულებს შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ არის. საერთაშორისო მედიის ცნობით, დაღუპულია 10, დაშავებულია 15-მდე ადამიანი“, – აცხადებენ უწყებაში.