ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით ესტონეთში რუსეთის ორი მოქალაქე გაასამართლეს

ესტონეთის დედაქალაქი ტალინის სასამართლომ რუსეთის ორ მოქალაქეს ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით პატიმრობა მიუსაჯა.
სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, აპრილის შუა რიცხვებში დაკავებული რამილ ხალილოვი და რომან მანკო მატერიალურად ეხმარებოდნენ ივან საზანაკოვს, რომელიც 2013 წელს „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში შევიდა.
ხალილოვს შვიდი წლით, ხოლო მანკოს ხუთი წლით პატიმრობა მიესაჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები