ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ქუვეითში ორ ადამიანს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს

ქუვეითის სასამართლომ ორ ადგილობრივ შიიტს ირანისთვის და დაჯგუფება „ჰესბოლას“ სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ეს განაჩენი მათ დაუსწრებლად გამოუტანეს. ასევე ამ პირებს იარაღის უკანონო შენახვა და ქვეყნის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების მომზადებაც ბრალდებათ.
ამ საქმეში კიდევ 24 ქუვეითელი შიიტი ფიგურირებს. მათ შორის ერთ-ერთს სამუდამო პატიმრობა, 19 დაკავებულს 5-დან 15 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს, სამი უდანაშაულოდ ცნეს, ხოლო ერთი დააჯარიმეს. ქუვეითი იმ ქვეყნებში შევიდა, რომლებმაც ირანთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს. ეს გადაწყვეტილება თეირანში საუდის არაბეთის საელჩოზე თავდასხმის შემდეგ მიიღეს. ირანთან დიპლომატიური კავშირები ბაჰრეინმა, სუდანმა და არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმაც გაწყვიტეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები