ამერიკულმა ავიაციამ ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ ფული გაანადგურა

ამერიკულმა სამხედრო-საჰაერო ძალებმა ერაყის ქალაქ მოსულში „ისლამური სახელმწიფოს“ ფინანსური ცენტრი გაანადგურეს. აქ დიდი რაოდენობით ნაღდი ფული ინახებოდა, რომელსაც ისლამისტები სამხედრო ოპერაციების დასაფინანსებლად ხარჯავდნენ. „სი-ენ-ენის“ ინფორმაციით, ფინანსურ ცენტრზე ორი 900-კილოგრამიანი ბომბი ჩამოაგდეს. აშშ მომავალში სხვა მსგავს ფინანსურ ცენტრებზე ავიადარტყმების გაგრძელებას აპირებს. ამერიკული სამხედრო ხელმძღვანელობის ინფორმაციით, შეტევის შედეგად დაახლოებით 7 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები