ნავთობის ფასი 30 დოლარს მიუახლოვდა

აზიის საფონდო ბირჟებზე ერთი ბარელი WTI-ის მარკის ნავთობის ფასი 31 დოლარზე დაბლა დაეცა. მისი თებერვლის ფიუჩერსის ფასმა 30,6 დოლარი შეადგინა. Brent-ის მარკის ნავთობი 50 ცენტით გაიაფდა, მაგრამ ის ჯერჯერობით 31 დოლარზე ძვირი ღირს. გასულ კვირას ნავთობი ჩინეთის საფონდო ინდექსების დაცემის გამო გაიაფდა. ამჟამად, ექსპერტების აზრით, ნავთობის გაიაფების მიზეზი – დოლარის გამყარებაა. ძირითად მიზეზებს შორის კი ანალიტიკოსები ბაზარზე ნავთობის ჭარბ რაოდენობას ასახელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები