ვან დეიკის ტილოსთან დაკავშირებით ორი პირი საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ჰოლანდიელი მხატვრის, ვან დეიკის ტილოსთან დაკავშირებით დღეს ორ პირს გამოჰკითხავს.
როგორც “კვირას“ საგამოძიებო უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, საგამოძიებო სამსახურში დაბარებულები არიან: ზაჰირ ჰუსეინოვი და მალხაზ მახარაძე. ჰუსეინოვს უწყებაში 11:00 საათზე გამოჰკითხავენ, ხოლო მახარაძეს – 14:00 საათზე. უწყებაში უკვე დაიკითხა ეკა აბაშიძე. აბაშიძეების ოჯახის ინფორმაციით, ვან დეიკის ნახატი ზაჰირ ჰუსეინოვმა და მალხაზ მახარაძემ მათგან შეიძინეს.
შეგახსენებთ, რომ სტამბოლში საქართველოდან კონტრაბანდული გზით გატანილი ჰოლანდიელი მხატვრის, ენტონი ვან დეიკის ნახატი აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, მანამდე 14-მილიონიანი ნახატი საქართველოში, სავარაუდოდ, რუსეთიდან შემოიტანეს, რუსეთში კი – ევროპიდან. თურქული მედიის ცნობით, ნახატის არალეგალურად გაყიდვას ორი ბიზნესმენი ცდილობდა, რომლებიც დაკავებულები არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები