ქვემო ქართლში ნადირობის წესების დარღვევის ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
როგორც „კვირას“ დეპარტამენტიდან აცნობეს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ჯანდარის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამრღვევი ნადირობდა გადამფრენ ფრინველებზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გარეშე. განყოფილების თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შეადგინეს. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამის ორგანოს გადაეგზავნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები