ომარ ნიშნიანიძე მომავალ არჩევნებზე: ზოგი წავა თავისი ნებით, ზოგს – ურჩევენ

ბუნებრივია, პარლამენტში იგივე ხალხი არ დარჩება, ყოველ შემთხვევაში, ნაწილი შეიცვლება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ „კვირის ქრონიკასთან“ საუბრისას, მომავალი საპარლამენტო არჩევნების პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტიდან ზოგი თავის ნებით წავა, ზოგს ურჩევენ, ზოგიც დარჩება.
„ბუნებრივია, პარლამენტში იგივე ხალხი არ დარჩება, ყოველ შემთხვევაში, ნაწილი შეიცვლება. ზოგს ბიზნესი აქვს, ასეთებისთვის წასვლა უკეთესიც კი იქნება, დაისვენებენ. თუმცა ზოგს მიაჩნია, რომ სულ პარლამენტში უნდა იჯდეს და ამისთვის არის დაბადებული. გააჩნია, ზოგი წავა თავისი ნებით, ზოგს ურჩევენ, ზოგი დარჩება და ასე შემდეგ. მე ყოველთვის იმის მომხრე ვარ, რომ ადამიანებს ღვაწლი არ დავუკარგოთ, 2012 წელს თითებზე ჩამოსათვლელები ბედავდნენ ბიძინა ივანიშვილთან მისვლას. გაიხსენე, ბევრი ბედავდა „ქართული ოცნების” ოფისში მისვლას? აი, მერე და მერე კი… როდესაც მიხვდნენ, რომ მოგება შეიძლებოდა, ხალხი უკვე უხვად იყო”, – ამბობს ომარ ნიშნიანიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები