მებაჟე ოფიცრებმა ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის უკანონოდ შემოტანის მცდელობა აღკვეთეს

საბაჟო – გამშვები პუნქტის, “სადახლო-საავტომობილოს” მებაჟე ოფიცრებმა ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის უკანონო შემოტანის მცდელობა აღკვეთეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სადახლო-საავტომობილო” კონტროლის ზონაში შემოსული საქართველოს მოქალაქე გ.ტ.-ის ეჭვის საფუძველზე ფიზიკური დათვალიერების შედეგად, მგზავრის სხეულზე ორ პოლიეთილენის პარკში მოთავსებული 459 აბი ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი “პირალგინი” აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მარნეულის რაიონულ სამმართველოს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები