სომხეთში „ღორის გრიპით“ ექვსი ადამიანი გარდაიცვალა

სომხეთში „ღორის გრიპის“ და ამ დაავადებით გამოწვეული გართულებების შედეგად ექვსი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ სააგენტო „ნოვოსტი არმენიას“ რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ანაიტ აიტაიანმა განუცხადა.
ამ ინფორმაციის მიხედვით, სამი ადამიანი ახალ წლამდე, ხოლო სამი 2016 წლის იანვარში გარდაიცვალა. ბოლო მომაცემებით, სომხეთში ვირუსის მწვავე შემთხვევებით 662 ადამიანია ჰოსპიტალიზებული, 219-ს პნევმონია დაუდგინდა. რეანიმაციაში 82 პაციენტი იმყოფება, შვიდი პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატთან არის მიერთებული. რვა პაციენტის მდგომარეობა ძალზე მძიმეა, მათ ერთმნიშვნელოვნად „ღორის გრიპი“ დაუდგინდათ, რომელმაც ფილტვებზე მძიმე გართულება გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია თურქეთში „ღორის გრიპით“ ხუთი ადამიანის დაღუპვის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები