საბერძნეთის პროკურატურა 4 ქართველის დასაკავებლად ქართული მხარისგან დახმარებას ითხოვს
საბერძნეთის პროკურატურა 4 ქართველის დასაკავებლად ქართულ მხარეს დახმარებას სთხოვს. საუბარია, ცოტა ხნის წინ გამოვლენილი 29-კაციანი დაჯგუფების ლიდერებზე, რომლებიც კრიმინალური ავტორიტეტები არიან. მათ შესახებ ინფორმაციის მოწოდების თხოვნით ქვეყნის პროკურატურამ მოსახლეობას მედიასაშუალებებით მიმართა.
აღნიშნულმა დაჯგუფებამ საბერძნეთში 200-მდე ბინა გაძარცვა და, საერთო ჯამში, 10 მილიონი ევროს ღირებულების ფული და ქონება გაიტაცა. საბერძნეთის პროკურატურის ცნობით, თუკი ვინმე რაიმე, თუნდაც უმნიშვნელო ინფორმაციას ფლობს დაკავებული და ძებნაში მყოფი პირების შესახებ, შეუძლიათ პოლიციას მიმართონ, ანონიმურობა კი გარანტირებული იქნება.
წყარო: “რუსთავი 2”