გერმანიაში მიგრანტებზე თავდასხმები მოხდა
გერმანიის ქალაქ კიოლნში მიგრანტებზე რამდენიმე თავდასხმა მოხდა. გერმანიის ხელისუფლების ინფორმაციით, რადიკალურად განწყობილი პირები პაკისტანის და სირიის მოქალაქეებს დაესხნენ თავს.
გერმანული მედია ვარაუდობს, რომ ეს ფაქტი ახალი წლის ღამეს კიოლნში ქალებზე მასობრივი თავდასხმის ფაქტების საპასუხოდ მოხდა. თუმცა მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი შტეფან ზაიბერტი პირდაპირ კავშირს არ ადასტურებს და აცხადებს, რომ სამართალდამცველები ყველა ფაქტს იძიებენ. კიოლნის ინტერნეტგაზეთ Express-ის ინფორმაციით, რადიკალურად განწყობილი პირების თავდასხმის დროს დაშავებულ სირიელსა და პაკისტანელს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.