ფილიპინელმა ისლამისტებმა ერთ-ერთ კუნძულზე „ისლამური სახელმწიფოს“ ხალიფატი გამოაცხადეს

ფილიპინების ოთხი ექსტრემისტული დაჯგუფების „ბოევიკები“ გაერთიანდნენ და კუნძულ მინდანაოზე „ისლამური სახელმწიფოს“ ხალიფატი გამოაცხადეს.
„ბოევიკებმა“ ამ ორგანიზაციას და მის ლიდერს აბუ ბაკრ ალ ბაღდადის ერთგულების ფიცი მისცეს. ავსტრალიელ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ეს ფაქტი „ისლამური სახელმწიფოს“ სტრატეგიაში ცვლილებას ნიშნავს.
„ისინი მიხვდნენ, რომ ერაყსა და სირიაში დიდი ხნის ბრძოლა მოუწევთ, ამიტომ თავიანთი საქმიანობისთვის ალტერნატირულ ტერიტორიებს ეძებენ“, – აცხადებს ავსტრალიელი ექსსპერტი გრეგ ბარტონი.
მისი თქმით, ფილიპინებზე „ისლამური ხალიფატის“ შექმნა დიდ საფრთხეს უქმნის როგორც თავად ფილიპინებს, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნებს და ავსტრალიას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები