დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს ნარკოტიკების შენახვისთვის რუსეთში სამი წელი მიუსაჯეს

რუსეთის ქალაქ სამარის სასამართლომ ბრიტანეთის მოქალაქეს, რიჩარდ ფილიპ ბოჩიუსს ნარკოტიკების შენახვისთვის სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ბოჩიუსი 2015 წლის აგვისტოში, 3,8 გრამი ჰაშიშის შეძენის მომენტში დააკავეს. მას 4 ათასი რუბლის ჯარიმის გადახდა და ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს. ბოჩიუსს რუსეთის ტერიტორია უნდა დაეტოვებინა, მაგრამ მან ეს ვერ მოასწრო. 24 აგვისტოს პოლიციამ ბოჩიუსის ბინა გაჩხრიკა და იქ 32,88 გრამი ჰაშიში აღმოაჩინა. ამჯერად მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე – ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით აღიძრა. დაკავებამდე ბოჩიუსი სამარის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები