მამაკაცი, რომელსაც სოფელ გომში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
კასპის რაიონის სოფელ გომში დაკარგული მამაკაცი თანასოფლელებმა გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შსს-შიც დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
72 წლის დავით თათარაშვილი, სახლთან ახლოს, შემაღლებული ადგილიდან გადავარდნილი ნახეს. არსებული ინფორმაციით, დაკარგულ მამაკაცს ოჯახის წევრები მიმდინარე წლის 3 იანვრიდან ეძებდნენ. 8 იანვარს კი სახლთან ახლოს, შემაღლებული ადგილიდან გადავარდნილი და გარდაცვლილი იპოვეს.