ნადირობის წესების დარღვევის 7 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის 7 ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევები ნადირობდნენ გადამფრენ ფრინველებზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გარეშე. კანონდამრღვევებს ჩამოერთვათ 4 ერთეული დაურეგისტრირებელი სანადირო თოფი. შედგა შესაბამისი ოქმები. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.