„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ ერაყში 80 ადამიანი დახვრიტეს

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ ერაყის ქალაქ მოსულთან 80 ადამიანი დახვრიტეს. ამის შესახებ ერაყის ტელეარხი Alsumaria იუწყება.
„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ 80 ადამიანი დახვრიტეს, მათ შორის არიან: პოლიციის თანამშრომლები, სამხედროები და პირები, რომლებიც დაჯგუფების იდეოლოგიას არ ეთანხმებიან. ეს ადამიანები ელ-გაზლანის სამხედრო ბანაკის ტერიტორიაზე დახოცეს“, – განუცხადეს ერაყულ ტელეარხს მომხდარის თვითმხილველებმა.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ტერორისტებმა ეს ადამიანები ჯაშუშობაში და ერაყის ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები