ბორჯომში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევს, ბორჯომში, ქვაბისხევის კაშხლიდან მდინარე მტკვარში ჩაშვებული ჰქონდა სახლართი ბადე. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს და დალუქეს სახლართი ბადე და მოპოვებული თევზი. შედგა შესაბამისი ოქმი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები