გარდაიცვალა ბრიტანელი მუსიკოსი – დევიდ ბოუი

ბრიტანელი მომღერალი და კომპოზიტორი დევიდ ბოუი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.
როგორც მის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, მუსიკოსი ოჯახის გარემოცვაში გარდაიცვალა. ის ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში კიბოს ებრძოდა. რამდენიმე დღის წინ, 8 იანვარს, ბოუიმ მორიგი ალბომი – Blackstar-ი გამოუშვა.
მისი წინა ალბომი – The Next Day, 2013 წელს, ათწლიანი პაუზის შემდეგ გამოვიდა. მუსიკალური კარიერის განმავლობაში დევიდ ბოუიმ ოცდაათზე მეტი ალბომი გამოსცა. 1996 წელს ბოუის სახელი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის სიაში შევიდა. 2002 წელს, „ბი-ბი-სის“ გამოკითხვის შედეგად – „100 უდიდესი ბრიტანელი“, ბოუიმ 29-ე ადგილი დაიკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები