ვინ გამოყო გრანტი პატრიარქის შეურაცხყოფაზე?

„ვინ გამოყო გრანტი პატრიარქის შეურაცხყოფაზე“? – ამ სათაურით გაზეთი “კვირის ქრონიკა“ დღევანდელ ნომერში სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ჟურნალისტი ნინია კაკაბაძის მიერ საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის თაობაზე გაკეთებულ შეფასებას ეხმაურება.
“მოკლედ, ვისაც არ ეზარება და ვისაც გრანტს აძლევენ, ყველა პატრიარქს უჩხიკინებს, როგორც ჩანს, აქ უფრო დიდი “მაყუთი“ იჭრება, მაგრამ აქ საზოგადოებამ ერთხმად დაასკვნა, რომ საქმე გვაქვს მძიმე კლინიკურ შემთხვევასთან, რომელიც, როგორც ამბობენ, გრანტებთანაა დაკავშირებული. ნინო ბურჯანაძის პრესმდივანმა, ბაკურ ბაკურაძემ ისიც კი წამოიძახა, ნეტა რა ისეთი გრანტი შემოვიდა პატრიარქის გინებაზე, ყველამ ერთდროულად რომ აიშვითო? სწორედ ამაზეა ნათქვამი, ფული მომეცი და თუ გინდათ, დედასაც კი ამოვიღებ საფლავიდანო. საინტერესოა, ვინ იყო ნინია კაკაბაძის დედა, რომელსაც პატრიარქი იწვევდა და საკუთარ შვილს ილია მეორის „მეშჩანობაზე“ ელაპარაკებოდა? ნინიას დედა იყო ნათია ამირეჯიბი, ჭაბუა ამირეჯიბის და. მამა – ზურაბ კაკაბაძე, ფილოსოფოსი, პოეტი, ესეისტი. როგორც ამბობენ, არაჩვეულებრივი ადამიანი ყოფილა. ნათქვამია ერთი ხიდან ნიჩბის ტარიც ითლება და თოხისაცო, ნინიას ძმა – ირაკლი კაკაბაძე ამბობს, ჩემს მშობლებს ილია მეორის აუგი არასოდეს დასცდენიათო“,-წერს სტატიის ავტორი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები