სამხრეთ კორეაში აშშ-ის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი

სამხრეთ კორეაში ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ეს გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კორეის მხრიდან პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად მიიღეს. შესაბამისი ბრძანება კორეის გენერალური შტაბის უფროსმა ლი სუგ-ჯინმა და სამხრეთ კორეაში აშშ-ის ჯარების სარდალმა კერტის სკაპაროტიმ გასცეს. „ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული იარაღის გამოცდის შემდეგ არსებობს იმისი დიდი ალბათობა, რომ მათი მხრიდან ადგილი ექნება მოულოდნელ პროვოკაციებს“, – განაცხადა ლი სუგ-ჯინმა. ასევე ვრცელდება ინფორმაცოია, რომ სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცეში კვლავ გამოჩნდნენ ამერიკული ბომბდამშენები, რომლებსაც ბირთვული შეიარაღება გააჩნიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები