მექსიკაში ავტოსაგზაო შემთხევვის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა

მექსიკაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეტედ პრესი“ იუწყება. ინციდენტი ვერაკრუზის შტატში მოხდა. ავტობუსი, რომელსაც ფეხბურთის სამოყვარულო გუნდი და მისი გულშემატკივრები გადაჰყავდა, მდინარე ატოიაკში ხიდიდან გადავარდა.
ავარიის დროს 5 ადამიანი გადარჩა, თუმცა მათი მდგომარეობის შესახებ არაფერია ცნობილი. ავარია ქალაქ კორდოვას სიახლოვეს მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსი დიდი სიჩქარით გადაადგილდებოდა და მძღოლმა მისი დამორჩილება ვერ შეძლო. მექსიკის პრეზიდენტმა ენრიკე პენია ნიეტომ დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები